ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

ამხანაგურ მატჩში, სტუმრად მონტენეგროს 3:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და მომენტების უკეთ გამოყენების შემთხვევაში, უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ეს გამარჯვება ჩვენთვის გერმანიაში ჩასატარებელი შეხვედრების წინ თვითდაჯერების მხრივ ბევრს ნიშნავდა. თუმცა, ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ ვართ მზად, ეს მეორე ტაიმში გამოჩნდა.
ახლა ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. თურქეთთან პირველ დაპირისპირებამდე ცხრა დღე გვაქვს, რათა გერმანიაში გასამართი თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ. ევროპირველობაზე დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ. ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ბევრი გვყავს, დიდ ტურნირზე
ასპარეზობა მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის", - ციტირებს სანიოლს vijesti.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.