ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვილი სანიოლი: მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს ჩვენთვისაც კარგია

ვილი სანიოლი: მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს ჩვენთვისაც კარგია

ერთა ლიგის მეორე ტურში, ალბანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრეს:
ვილი სანიოლი: "ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენისთვისაც. მოვიგეთ პირველი მატჩი ჩეხეთთან და ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან ასეთი კარგი მატჩის შემდეგ".
გიორგი მამარდაშვილი : "რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი
ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა, თუმცა კარგ ფორმაში ვხვდებით თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".
nakrebi.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.