ვილი სანიოლი - მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება
მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ!, - ამის შესახებ თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
"საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ! მიქაუტაძემ მართლაც ისტორიული გოლი გაიტანა და მილოცვას ვუერთდები. რაც შეეხება მარცხს, მისგან იმ გამოცდილებას მივიღებთ, რაც უკვე უახლოეს მატჩებში გამოგვადგება.სტადიონზე ატმოსფერი მშვენიერი იყო. ვფიქრობ, ახლა აზაროვზე საუბარი არ ღირს...იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მამარდაშვილის საჯარიმოში ჩასვლა? ჩვენ არ გვსურდა წაგვეგო და გიორგი ასე იმიტომ მოიქცა", - აცხადებს მწვრთნელი, რომლის კომენტარსაც "სპორტალი" ავრველებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.