“ბატონო ირაკლი, იქნებ შეწყვიტონ თქვენი შეურაცხყოფა და ანიშნოთ ჩვენს კოლეგებს როგორღაც, რომ თავადაც შეძლებთ საკუთარი თავის დაცვას და კითხვებზე პასუხის გაცემას. ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა და სავარძელში ჩასვა. პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ვის დროსაც ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“, თქვენი პრემიერობის პირობებში დასანქცირდნენ მოსამართლეები, უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურ ლენგის საფლავზეც ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან – არა! ასევე, თქვენ ხართ პრემიერი, რომლის პირობებშიც თავად ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდა, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თქვენ ხართ ამ ყველაფრის შემოქმედი და პასუხისმგებელი და თქვენ არ ხართ დასანქცირებული. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი – ერთი, რომ არ აღგიქვამენ სერიოზულად და მეორე, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ნიჭის გამო, ურთიერთობები გაქვთ გარე ძალებთან. იქნებ გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, რატომ არიან თვითონ დასანქცირებულები და თქვენ – პასუხისმგებელი პირი, არ ხართ დასანქცირებული?“ – მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა კობახიძეს.




