არქივი19 მარტი, 2024, 00:24
ვიკა ბუკია: ანრი ოხანაშვილი მე-5 სართულზე ცხოვრობს! რა სიმბოლურია
"ანრი ოხანაშვილი მე-5 სართულზე ცხოვრობს! იცოდით თქვენ რომ ნაცია?
რა სიმბოლურია", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია.
ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე დადებულ ვეტოზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხებოდა, განაცხადა: სიმბოლურია, რომ დღეს გახლავთ მეხუთე ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა გამოიყენა და სიმბოლურია ზუსტად ეს ციფრი, ხუთიანი, რადგან ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა პირდაპირი კავშირი რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს შორის.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.