ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიკა ბუკია: ამდენ ფულს ხარჯავენ და “პირველები” უსწრებს “ქრონიკას”

ვიკა ბუკია: ამდენ ფულს ხარჯავენ და “პირველები” უსწრებს “ქრონიკას”
ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
იმედის და რ2 რესურსი ახლოსაც ვერ მივა ტვ პირველთან და ფორმულასთან. ყველაზე რთულია ეჭიდავო არხებს, რომელთაც თვალისმომჭრელი შოუები აქვთ, გასართობი გადაცემები, მეგა სტუდიებით, დარბაზებით, კრანებით და მფრინავი ბაბი კირკიტაძეებით. და მაინც, ამდენ ფულს ხარჯავენ და “პირველები” უსწრებს “ქრონიკას”. დიახ, იმ ქრონიკას, სადაც ადამიანების ციტატებს იგონებენ, ელჩებს დასდევენ და ტყუილებს ავრცელებენ. მაყურებელი ვისაც ლენჩი გონია ის ფეხს წაიტეხავს.
პროპაგანდა მარცხდება.
და რაღაცნაირად მიხარია, რომ ჩემი ღამის გადაცემა თავისი უღარიბესი წამყვანით და სტუმრებით ლამის ათეულშია:) და რ2-ის იმ
უზარმაზარ მაგიდასაც უსწრებს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.