ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას - PACE-ს პრეზიდენტი

ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას - PACE-ს პრეზიდენტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი ექსკლუზიურად რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ითხოვს „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
„მსურს, გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე“, - განუცხადა 31 იანვარს პრეზიდენტმა რუსოპულოსმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს სტრასბურგში, ვაჟა თავბერიძეს.
„ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ - პირადად მე და ასამბლეა - ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ, რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო“, - განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.
„რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან“, - გამაცხადა მან.
მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით, რასაც იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, - მე-20 დღეა, საპატიმროში შიმშილობს.
„იმიტომ კი არ [უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი], რომ მე ამას ვითხოვ, როგორც პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს“, - თქვა PACE-ს პრეზიდენტმა.
„მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 75 წლის იუბილეს. ასე რომ, ქვეყანამ, - ყველა ქვეყანამ, რომელიც არის ამ დიდი ორგანიზაციის წევრი, რომელიც მხარს უჭერს და პატივს სცემს და ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, - უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.