არქივი15 იანვარი, 2024, 04:43
ვითარება უკრაინაში - ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში საჰაერო განგაში ჩაირთო
ღამით, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში, ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხერსონზე; დაიბომბა სუმის ოლქი. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდა.
დრონებითა და არტილერიით შეუტიეს რუსულმა ძალებმა ნიკოპოლისა და მარგანეცის დასახლებებს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ოკუპირებულ მელიტოპოლშიც.
რუსეთში კურსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 3 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.