ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვითარება უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ…” – როთი

“ვითარება უკიდურესად მძიმეა, მაგრამ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ…” – როთი

თბილისში მდებარე სასტუმრო “რუმსში” ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს შორის აუდიენცია დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ როთმა ჟურნალისტებს განუცხადა:
“ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, მაგრამ ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არ არის შიდა დავა მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთგული ევროპელები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ვალდებულები ვართ ხმა ავიმაღლოთ, როცა დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშ არის. ასე რომ, მმართველი პარტიისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა, ამ სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი, გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია. ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.