ვითარება რთულია, თუმცა გეგმა არსებობს და ყველაფერი გაკეთდება – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე გურიაში არსებულ ვითარებაზე:
“მდგომარეობა არის რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი არის გარესამყაროს მოწყვეტილი, არ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო. ტექნიკა იქნება მობილიზებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან. ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათის ნაწილში, შეშის ნაწილში გათბობისთვის. ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე. საკმაოდ დიდი ოდენობით ტექნიკა არის მობილიზებული, სხვადასხვა გაბარიტის ტექნიკა, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჩართულია სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის