ვიზიარებთ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს – ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას

ვიზიარებთ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს – ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას
დიდი მადლობა ევროკავშირში, ბრიუსელში მასპინძლობისთვის. დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიიღწევა, წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორობისა და თანამშრომლობის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ვიზიარებთ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს. გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, თუმცა ჩვენი შედეგები არის დიდი ძალისხმევის შედეგი. და ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, რომ განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღწეული ასოცირების პროცესში. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე სწორუპოვარი სვლა გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს