„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ვარიანტიც არის მაგიდაზე“ – ევროკომისია

ევროკავშირისთვის „ყველა ვარიანტი არის მაგიდაზე“, მათ შორის, „ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერება“, თუკი „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის გზით განაგრძობს მოძრაობას, იუწყება „პოლიტიკო“ ევროკომისიის პრესსპიკერზე დაყრდნობით.
„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ნაწილში საქართველო ვალდებული იყო, დაეკმაყოფილებინა კონკრეტული კრიტერიუმები, მათ შორის, ფუნდამენტური უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის პრევენცია.
რაღა თქმა უნდა, ჩატარდება [ვითარების] შეფასება, თუკი განვითარებული მოვლენები საფრთხეს შეუქმნის შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას, ისევე როგორც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გაგრძელების შემთხვევაში“, – აცხადებენ ევროკომისიაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.