,,ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟი არასერიოზული იქნება” - ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პერსონალური სანქციების და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს არასერიოზულს უწოდებს.
მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარს ქართველი ხალხის მიმართ მუქარა უწოდა.
„მე მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვიღაცამ დაგვაშანტაჟოს პირობითად პერსონალური სანქციებით, მაგრამ ის, რომ ვიღაც გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. ანუ პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება 10-ჯერ უფრო არასერიოზული",- თქვა კობახიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.