ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილებებით ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ საქართველოში.
„თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით რაღაც არეულობას გამოიწვევენ, თუნდაც არსებითს, აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლების ცვლილებას და ა.შ. ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში. ამის იმედი თუ ვინმეს აქვს, კონტპროდუქტიული იქნება ასეთი რამ მათთვის, რომც მოინდომონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ. დანარჩენი ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
Next: ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერდა, რაც არის კარგი, ჩანს რომ, “დიფ სთეითმა” თავისი ვერ გაიტანა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით