„ვივამედის“ დირექტორი – მზია ამაღლობელის მდგომარეობა იგივე რჩება – უტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე რჩება და განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები უტარდება.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
„მზია ამაღლობელის [ჯანმრთელობის] მდგომარეობა იგივე რჩება. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, მზია ამაღლობელი სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ის ასრულებს რეკომენდაციებს, რაც ექიმების მიერ გაცემულია. მას ასევე უტარდება დამატებითი, განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. მზია ამაღლობელი უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს