ვიეტნამის პრეზიდენტი გადადგა

ვიეტნამის პრეზიდენტი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტის, ვო ვან თჰიონგის გადადგმა დაადასტურა და განაცხადა, რომ თჰიონგმა პარტიის წესები დაარღვია მის მიერ დაშვებული შეცდომები საზოგადოებრივ აზრზე, პარტიაზე, სახელმწიფოსა და პირად რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
ვიეტნამის მმართველი კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებას ხუთშაბათს ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს.
ცნობისთვის, ვო ვან თჰიონგმა ვიეტნამის პრეზიდენტის თანამდებობა 2023 წლის მარტში დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე