ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვიდეო რომ გადაეღოთ, თავის თავს ამხელდნენ, თავისი ჩადებით, თავის გინებით…” – ნიკა კაციას სიტყვა

“ვიდეო რომ გადაეღოთ, თავის თავს ამხელდნენ, თავისი ჩადებით, თავის გინებით…” – ნიკა კაციას სიტყვა

სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ კაციას განაჩენი 3 სექტემბერს, 17:00 საათზე გამოცხადდება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ამასთან, დღეს, მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა ნიკოლოზ კაციას უფლება მისცა საბოლოო სიტყვა ეთქვა.
მე ვარ დარწმუნებული ერთადერთ სიმართლეში, საიდან გაჩნდა ნარკოტიკი, რომელიც ფიზიკურად, თვალით არ მინახავს, მარტო იმიტომ, რომ ტატუები აქვს, მუსიკა უყვარს, მოდი ახლა ნარკოტიკი… ეს შემირჩიეს… ეს არის ცილისწამება, კანფეტის ქონაც რომ დაებრალებინათ, ეს არის ცილისწამება, დამაბრალეს იმის ქონა, რაც არ მქონია… ვიდეო რომ გადაეღოთ, თავის თავს ამხელდნენ, თავისი ჩადებით, თავის გინებით… როცა ადამიანს რაიმეს აბრალებ, იქ გამოძიებაც არ არის ჩასატარებელი. ადამიანურად თანავუგრძნობ პროკურორს, არ ვიცი, რატომ აწერს ხელს ამ საქმეს,” – განაცხადა ნიკა კაციამ. (“რადიო თავისუფლება”)
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.