(ვიდეო) – როგორ დაუშინეს “ოცნების” ტიტუშკებმა პრეზიდენტს კვერცხები

რეჟიმის პროპაგანდისტებმა საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის კადრები გაავრცელეს. ერთ წუთიან ვიდეოში ჩანს “ოცნების” მიერ დაქირავებული ე.წ. ზონდერი ქალები და კაცები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს “მოღალატეს” უწოდებენ, აგინებენ და მისი მიმართულებით კვერცხებს ისვრიან.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
ცნობისთვის, სალომეზე თავდასხმაზე ქართული ოცნების პროპაგანდისტები წინასწარ წერდნენ სოციალურ ქსელში და მოუწოდებდნენ მას, ქოლგით გამოსულიყო აეროპორტიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა