არქივი28 მარტი, 2025, 01:42
(ვიდეო) – “რატომ იჭერთ, 4 შვილის მამაო… ჩატენეს მანქანაში” – დაკავება რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო – გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქის პოლიციამ 1 პირი დააკავა.
ნანა ტოხვაძე, ვიდეოს ავრცელებს და წერს:
“აი, ეს არის ყველგან მილიცია, არსად სამართალი! ასეთი მობილიზაცია აქვთ 1 მოქალაქესთან გასამკლავებლად და ჩატენეს მანქანაში..მეგობარი ყვიროდა, რატომ იჭერთ უმიზეზოდ, 4 შვილის მამააო”
ვიდეოში ისმის ხმა, როგორ ეუბნება მათ მოქალაქე: – არც შეუგინია, არც უზრდელობდა, “ვაფშე” არაფერი უქნია, რატომ დააკავეთ?
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.