(ვიდეო) – “კლავთ ადამიანს?”; “სასწრაფო გამოუშვით” – გამოსახლება თბილისში

დღეს, ოჯახის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მიმდინარეობს თბილისში, კეკელიძის პირველ ნომერში. მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, კარგა ხანია ითხოვს აღნიშნული, და ზოგადად, გამოსახლების შეჩერებას.
ადგილიდან ვიდეოებს ავრცელებს პოლიტიკოსი, ანა დოლიძე და მისივე ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, მისივე თანაპარტიელი.
საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია პოლიციის მონაწილეობა გამოსახლებაში, ეს არის პირდაპირ არაკონსტიტუციური, ეს არის რეალურად სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს მოქალაქეებზე, ხვალ არის გამოსახლება კაკიაშვილის ოჯახის, მარტოხელა დედის, ორი ბავშვით და ძალიან მნიშვნელოვანია, იქ იყოს ბევრი ხალხი. ყველა გამოსახლება უნდა გაჩერდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გადასულია ორთაბრძოლაზე, არაფერი საერთო ამას გამოსახლებასთან არ აქვს. შსს – თქვენ აკრძალული გაქვთ მონაწილეობა გამოსახლებებში! პირდაპირ მონაწილეობთ არაკონსტიტუციურ აქტში, ნახეთ, რას აკეთებენ, შეხედეთ!
http://
http://
http://

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება