(ვიდეო) – დაკავების კადრები – “პოლიციელმა, მოქალაქე არ ხარ შენ, აქტივისტი ხარო”

არსებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ სალომე კენჭიაშვილი და ალბი კორძაია დააკავა.
ალბი კორძაია სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოს იღებდა, სადაც ბოლო კადრში ჩანს, რომ პოლიცია, სავარაუდოდ, მათ დაკავებას ცდილობს.
„ვდგავარ აქ იმისთვის რომ ყავა დავლიო, მოქალაქე ვარ და სადაც მინდა იქ დავლევ ყავას, თქვენ თავი მართლა რუსეთში ხომ არ გგონიათ?!“ – მიმართა ალბი კორძაიამ პოლიციელებს.
როცა აქტივისტებმა ყავა აიღეს, ვიდეოში ისმის, სავარაუდოდ, პოლიციელის ხმა -„აიღე შენი ყავა და დატოვე“, რაზეც ალბი კორძაია პასუხობს: „არა, ხელი გამიშვი“, მალევე ჩანაწერი წყდება, ჩანაწერის შეწყვეტამდე კი ისმის კივილი.
შეგახსენებთ, დღეს საქალაქო სასამართლოში ჯაფარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, რომელსაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან, სავარაუდოდ დააკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია