ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

(ვიდეო),,არასოდეს კანონი არ დამირღვევია, პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვარ, იმიტომ მაკავებთ, რომ ეს ხელისუფლება არ მომწონს” – თორნიკე მსხილაძის დაკავების კადრები

პრეზიდენტის სტიპენდიანტი თორნიკე მსხილაძე, რომელიც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა, გაჩხრიკა, კანონის დარღვევით გაუჩხრიკა მანქანა და მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ახალგაზრდა მაინც დააკავეს…
,,არასოდეს კანონი არ დამირღვევია, ვიცი, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო გამაჩერეთ… შშმ პირი ვარ, სისხლის კიბო მაქვს და ეხლა თქვენ მიშრობთ სისხლს… ბესიკის ქუჩაზე რომ ხალხი სცემეს, იქ ვიდექი და ვნახე, როგორ გააცილეთ ის ხალხი იქედან, მე რომ დამდევთ, ისინი დაიჭირეთ… მე თქვენი ნდობა არ მაქვს”… ამ ფაქტს გამვლელები შეესწრნენ, რომლებიც უყვიროდნენ პოლიციელებს, რომ ახალგაზრდისთვის ხელი არ ეხლოთ. ბოლოს თორნკეს ტელეფონი წაგლიჯეს და ბოლო ფრაზაც ისმის – ,,დაადეთ ხელბორკილები”
შეგახსენებთ, თორნიკე ამ ყველაფერს იღებდა და ,,ლაივი” ჰქონდა ჩართული, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.