ვიაჩესლავ ვოლოდინი – გერმანია უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს და სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში – გესმით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს

გერმანიის მთავრობა სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში და უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს, – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
„ვიცით, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინაში რაკეტების წარმოების გაჩაღებას გეგმავს. ამით გერმანია სულ უფრო მეტად ერთვება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში. თქვენ თვითონ გესმით, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს“, – აღნიშნა ვოლოდინმა, რომელმაც ბუნდესტაგის პრეზიდენტს, იულია კლოკნერსა და გერმანიის პარლამენტის პოლიტიკური ფრაქციების ლიდერებს მიმართა.
მისი მტკიცებით, თანამედროვე ისტორიაში რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ეფექტური ურთიერთქმედებისა და ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად, რამაც გერმანიას განვითარების საშუალება მისცა, თუმცა, ვოლოდინის თქმით, გერმანიის ამჟამინდელი მმართველი ელიტა ორ ქვეყანას შორის შეტაკებას პროვოცირებს.
„საკითხავია, უნდა თუ არა ეს გერმანელ ხალხს. ჩვენ არ გვინდა. მაგრამ თუ ეს მოხდება, მზად ვართ“, – აღნიშნა ვოლოდინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული