ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე და შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები – ორბანი ზელენსკისთან შეხვედრაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან დღეს პირველად ჩავიდა, პრეზიდენტ ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყებაზე დაფიქრება სთხოვა.
ორბანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების ტემპს დააჩქარებდა.
“მე ვთხოვე ბატონ პრეზიდენტს იფიქროს იმაზე, ხომ არ შეიძლება სხვა გზით წავიდეს და ცოტა ხნით მაინც შეწყდეს ცეცხლი და შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყების ტემპის დაჩქარებას გამოიწვევდა”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.