ვთქვით, რომ დავაკოპირებთ ბრიტანულ მოდელს და ისე, რომ საერთოდ კანონპროექტიც არ არის ინიცირებული, ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილა შელახული მედიის თავისუფლება, ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა

ვთქვით, რომ დავაკოპირებთ ბრიტანულ მოდელს და ისე, რომ საერთოდ კანონპროექტიც არ არის ინიცირებული, ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილა შელახული მედიის თავისუფლება, ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა
არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელია შევიდეს ცვლილებები მედიის შესახებ კანონმდებლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრობლემა არის ის, რომ მედია არის საქართველოში ჩამოყალიბებული, როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივების, სიცრუის ტირაჟირების მთავარი წყარო და ამას რეგულირება სჭირდება.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, ნახეთ, რა არის აქაც სასაცილო – ჩვენ ვთქვით, რომ დავაკოპირებთ ბრიტანულ მოდელს და ისე, რომ საერთოდ კანონპროექტიც არ არის ინიცირებული, ვიღაცები ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. გამოდის, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილა შელახული მედიის თავისუფლება, ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა.
რაც შეეხება ზოგადად პრობლემას, პირველ რიგში, პრობლემას ყველა აღიარებს. ეს პრობლემა, მათ შორის, ეუთო/ოდირის დასკვნებშიც არის აღიარებული წლების მანძილზე. პრობლემა არის ის, რომ მედია არის საქართველოში ჩამოყალიბებული, როგორც პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივების, სიცრუის ტირაჟირების მთავარი წყარო, ამ პრობლემას ყველა აღიარებს.
პოლარიზაცია, სიძულვილი, აგრესია, სიცრუე, ეს ყველაფერი არის დამახასიათებელი ქართული მედიალანდშაფტისთვის. ამას ხომ სჭირდება რეგულირება. თუ პრობლემა არსებობს, თუ დიაგნოზი არსებობს, რატომ არ უნდა განიკურნოს ქვეყანა ამ მძიმე სენისგან, რასაც ჰქვია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ სიძულვილის, სიცრუის, აგრესიის და პოლარიზაციის გაღვივება.
თუ არსებობს დიაგნოზი, თუ ვიცით, რომ არის კონკრეტული სენი, რაც სჭირს ქვეყანას, რატომ არ უნდა განიკურნოს ამ სენისგან? თუ ვინმე ამას უპირისპირდება, გამოდის, რომ მას აქვს კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანამ არ დაისვენოს, მუდმივად იცხოვროს პოლარიზაციის, სიძულვილის, სიცრუის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს არ შედის ქართული საზოგადოების ინტერესებში, ქართული საზოგადოების ინტერესებში შედის ამ ყველაფრის დარეგულირება და მოწესრიგება და სწორედ ამას მიეძღვნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდება აუცილებლად პარლამენტში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება