ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვთქვათ, ივანიშვილს დასჭირდა და საკონსტიტუციოს შეაჩერებინა რუსული კანონი, მერე რა ხდება?

პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი:

ვთქვათ ივანიშვილს დასჭირდა და საკონსტიტუციოს შეაჩერებინა რუსული კანონის მოქმედება (რაც სრულიად შესაძლებელია), მერე რა ხდება? „ოცნება“ პროდასავლური გახდება? აღარ იქნება ავტორიტარული? განიწმინდება კორუფციისგან? ჩინჩალაძე-მურუსიძე გაქრება სადმე, დაქირავებული ზონდერები თუ კორუმპირებული ფეოდალები? გლობალურ ომის პარტიაზე, დასავლეთის მიერ რევოლუციის მოწყობის და არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე ბოდვები შეჩერდება? რამე პოზიტიური გაჩნდება „ოცნების“ დღის წესრიგში? ევროკავშირის 9 პუნქტი შესრულდება და გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე გადავალთ? თუ აშშ-ს შეჩერებული დახმარებები დაიძვრება?
რა თქმა უნდა არა. რამდენადაც მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალინდელი განხილვა ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის, იმდენად არასწორია იმის თქმა, რომ ქვეყანას დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე რუსული კანონის შეჩერება დააბრუნებს. ბრძოლის ხაზი დიდი ხანია 26 ოქტომბერზე გადის. საქართველოს დემოკრატიის და ევროპის გზაზე მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება დააბრუნებს. აღარაფერი სხვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.