ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვზივარ თვინიერად… ბიძინა დაბრუნდა და ვენდობი, ამ უსერიოზულესი უპირატესობის გამო…” – ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უბრალო მიზეზის გამო – მას სერიოზული მორალური უპირატესობა აქვს ყველა სხვა პოლიტიკოსთან შედარებით! ჩემთვის!!!… ჩემთვის!!!…. ვააა, მოვედი, შტანგა აგიწიეთ ვინმეს?!… მე ჩემ თავს ვენდობი.. მჯერა ჩემი თავის, ჩემი გამოცდილების, ჩემი სიმართლის! ბასტა! მოკლედ, ორბანის “კაცთან” რატომ ჰქონდა კობახიძეს შეხვედრაო, სხვა, უფრო კაი ტიპი რატომ არ შეხვდაო… არა რაა… მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო, ჩემო დავით! … ნუ, რა ვიცი, რა ვიცი… იქნებ, რა შეუთვალა უნგრეთის პრეზიდენტს?… იქნებ, თხოვა- დაუჭირე მხარი შვედეთის ნატოში გაწევრიანებასო… ხომ ხედავ, ღობეში გაკვეხებული კვახივით არიან ეს შოელძაღლებიო… რავა ყველაფერზე წინასწარ იხევენ ტანზე სამოსს ეს საცოდავი ნაცგარღვეულები?… რა უბედურება ჭირთ ეგეთი?… რა ვთქვი, ახლა, ასეთი?.. ასეა, ასე… ჩემთვის ვიტყვი ხოლმე 2-3 სიტყვას და ეგრევე ყელში ვეჩხირები ხან ვის და ხან ვის… არა და, ვიზივარ ჩემთვის წყნარად… თვინიერად…”
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა, განაცხადა:
ბირთვი მათი მომხრეებისა, ხათუნა ხოფერია, ასეთი პერსონაჟებ9ი, მათთვის სულერთია, სულ რომ ჯოხთან ჩაატაროს კონფერენცია, მაინც დითირამბებს შეასხამენ, აი, ჩვენ სადა ვართ და როგორ ვართ, დანარჩენი საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს, თუ ევროინტეგრაციაზე გაქვს პრეტენზია, ევროპიდან გაგდების კანდიდატის გარდა, სხვასთან როგორ ვერ გამონახე საერთო ენა?

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.