“ვვარაუდობ, გვარამიამ კეზერაშვილი დააშანტაჟა, ფული გამოართვა და მელიას გადააგდებს” – ჩერგოლეიშვილი

მე რასაც ვუყურებ, ასეთი ამბავია.
გვარამიას სჭირდება ფული – ფულის გარეშე ეგ ვერავის მიიზიდავს. რა ფულიც მაგას სჭირდება, ეგ ფული აქვს მარტო კეზერას – არავინაა კეზერას გარდა იმის გოიმი, რომ ფული გვარამიაზე ფლანგოს, თან დიდი ფული – ადამიანების საყიდლად. კეზერას ხუთიანი აქვს ნაყიდი. რა შეიძლებოდა ექნა გვარამიას, რომ კეზერაშვილისთვის ფული გამოეძალა? ამდგარიყო და კეზერაშვილის არქენემისთან – მელიასთან დაეწყო მოლაპარაკებები გაერთიანებაზე. ლოგიკა რა არის? გვარამია და მელია ერთად, კეზერას ხუთიანს დააზიანებენ. მაგრამ ცალკე აღებული გვარამია, მელიას დააზიანებს – აქტივსაც გაუწევს კეზერაშვილის ფულით და ამომრჩეველსაც გაუყოფს. ცხადია, ხუთიანის ხმებსაც გაყოფს და მაგრამ ეს ხმები არჩევნების შემდეგ შეერთდება. ანუ, მე ვვარაუდობ რომ გვარამიამ მელიასთან ერთიანობით კეზერაშვილი დააშანტაჟა, ფული გამოართვა (ან შეიპირა – ეს კიდევ ცალკე საგა იქნება, დაპირებულზე წვალება) და მელიას გადააგდებს. თუ თავად ბარიერის გამო არ შეშინდა. მაგრამ ისეთი არაადეკვატური ეგო აქვს, შეიძლება არ შეეშინდეს – სადღაც მოვკარი თვალი, თავს იქებდა ბრენდინგი ვიციო, აი რაც ვიცი, ვიციო. ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია იქ დალაგდებიან, სადაც კეზერაშვილი დაარასკლადებს – ანუ გვარამიასთან. გვარამიას ეგეც დაეხმარება ეგოს დაბუსტვაში და თავდაჯერებაში.
ასე ვხედავ ამ მომენტისთვის მაგ ფლანგზე ვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად