არქივი27 მაისი 2024, 06:21
ვეტოს საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია გაიმართება
“ვერთიანდებით ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ!” – რუსული კანონის მოწინააღმდეგეები,დღეს, 27 მაისს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქციას აანონსებენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას 09:00 საათზე დაიწყებს. ვეტოს დაძლევაზე კი “ოცნების” წევრები სესიაზე 28 მაისს იმსჯელებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.