“ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. ეს ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა

“ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. ეს ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა
“გასაგებია, რომ ოპოზიციური სპექტრი “ვეტინგის” დანერგვის ინიციატორია, რადგან მათი სურვილი და მიზანია სასამართლო იყოს მათზე და გარე ძალებზე დამოკიდებული, მაგრამ ნუთუ ამ პოლიტიკურ მიზანს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებსა და მთავარ იდეას, მოსამართლეთა მცირე ნაწილი მართლა უერთდებით?“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
მეგრელიშვილის თქმით, “ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს.
“ვეტინგი” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მისი საბოლოო მიზანია პოლიტიკური კონტროლი განახორციელოს სასამართლო ხელისუფლებაზე.
“ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. ეს ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა, ამიტომ ვფიქრობ გასაკვირია კონკრეტულ მოსამართლეთა ზერელე დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი. რთული წარმოსადგენია და მეტიც, ქართული სამართლის დაცინვაა მცდელობა, ისეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის პირი, როგორიც მოსამართლეა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაფასოს.
არ მჯერა, რომ კონკრეტულ მოსამართლეთა მზაობა “ვეტინგის” სისტემისადმი მათი დამოუკიდებელი პოზიციაა. აბა როგორ შეიძლება საკუთარი საქმიანობის განხორციელებაზე მოსამართლეს სურდეს პოლიტიკური კონტროლი?
გასაგებია, რომ ოპოზიციური სპექტრი “ვეტინგის” დანერგვის ინიციატორია, რადგან მათი სურვილი და მიზანია სასამართლო იყოს მათზე და გარე ძალებზე დამოკიდებული, მაგრამ ნუთუ ამ პოლიტიკურ მიზანს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებსა და მთავარ იდეას, მოსამართლეთა მცირე ნაწილი მართლა უერთდებით? ნუთუ თქვენ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეჭვი გეპარებათ და გსურს, უცხოელმა გარე აქტორმა შეამოწმოს ის? მინაწერი: გავიგე რა, თუ ვინ არიან ეს მოსამართლეები რომლებმაც მზაობა გამოთქვეს “ვეტინგის” დანერგვისათვის, გული დამწყდა, რადგან რთულია შეეგუო მათ ასეთ პოზიციას მაშინ, როცა სტუდენტობისას ბევრს და ბევრად განსხვავებულს გასწავლიდნენ ისინი,“ – წერს მეგრელიშვილი. .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება