,,ვესწრებოდი ენჯეოების ტრენინგებს, მაგრამ სისხლი არ გადამისხამს, მათგან განსხვავებით“ – ნინო წილოსანი

,,ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ჟურნალისტებთან აცხადებს:
,,თქვენ ახლა ვერაფერს ახალს ვერ ამბობთ იმითი, რომ ოდესღაც შესაძლოა, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, აქ არ არის საუბარი ენჯეოებში. ჩვენ ყველა ვიღებდით მონაწილეობას, მათთან ერთად როგორც მუშაობაში, კონსულტაციაში და ა.შ. აქ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტარი მახსენდება, ენჯეოს წარმომადგენელმა დამიკომენტარა, რამდენ ჩვენ ტრენინგზე ხარ ნამყოფიო. ჩემი პასუხია ასეთი, ყველა ამ ტრენინგზე ავიღე და მივიღე ის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია და ცოდნა, რაც უნდა მიმეღო, მაგრამ სისხლი არ გადამისხამს, მათგან განსხვავებით. ჩემს ქართველობას და ამ ქვეყნის მოქალაქეობასა და ინტერესზე უარი არ მითქვამს, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც სჭირდება გაგრილების პერიოდი”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია