ვერ მიაღწიეს მიზანს, რასაც მსხვერპლი ჰქვია და ირიბად ცდილობენ სხვა ადამიანის უბედურება გამოიყენონ, მათი ჩაფლავებული ძალადობრივი სცენარისთვის მსხვერპლია საჭირო, მაგრამ არ და ვერ გამოსდით

ვერ მიაღწიეს მიზანს, რასაც მსხვერპლი ჰქვია და ირიბად ცდილობენ სხვა ადამიანის უბედურება გამოიყენონ, მათი ჩაფლავებული ძალადობრივი სცენარისთვის მსხვერპლია საჭირო, მაგრამ არ და ვერ გამოსდით
აი ასეთი უსისხლო ხალხია ნაცები და მათი სატელიტები. ვერ მიაღწიეს მიზანს,რასაც მსხვერპლი ჰქვია და სხვა ადამიანის უბედურებას ირიბად ცდილობენ თავისთვის გამოიყენონ, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ავტოავარიის შედეგად ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რადიკალების რეაქციას, რომლებსაც გარდაცვლილის შვილმა მოუწოდა, სპეკულაციებისთვის მისი ტკივილის გამოყენება შეწყვიტონ.
გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიციის ჩაფლავებული ძალადობრივი სცენარისთვის საჭიროა მსხვერპლი და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამას მიაღწიონ.
“აი ასეთი უსისხლო ხალხია ნაცები და მათი სატელიტები. ვერ მიაღწიეს მიზანს,რასაც მსხვერპლი ჰქვია და სხვა ადამიანის უბედურებას ირიბად ცდილობენ თავისთვის გამოიყენონ. როდიდან ვამბობდი და ვამბობ, მათი ჩაფლავებული და გაბანძებული, ძალადობრივი სცენარისთვის მსხვერპლია საჭირო, მაგრამ არ და ვერ გამოსდით. ყველაფერს იჩალიჩებენ რომ მაგ მიზანს მიაღწიონ, მაგრამ ნული, არაფერი. ესენი ხომ ივანოვის და ლავროვის მოთრეული ხალხია მათი ბელადიანად და შესაბამისად, უჯიშო რუსების და ვოვას მეთოდები აქვთ.” – წერს გამსახურდია Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია