,,ვერ ვხვდები, გოდების კედლის აღმართვა და ქვითინი რამ გამოიწვია?” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:
,,ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ გახვალ; ჯგუფში რომ მოხვდები, სადაც ყველაზე ძლიერი ხარ და ყველა ჯგუფიდან გასვლას რომ გიწინასწარმეტყველებს; თან ცოტა შურსაც რომ ვერ მალავენ რომ ძალიან გაგიმართლა და რაღაც ახალი გარემოებების და პროცედურების შეწევნით უცაბედ წარმატებას მიაღწიე და კიდე უფრო დიდი წარმატება გარანტირებულად გელის წინ; და ზუსტად ამ დროს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი (ბიძინა) რომ მოგევლინება, რომელიც მწვრთნელად თავის “შნირს’ (კობახიძეს) დანიშნავს და ფეხბურთელებსაც თავისი გემოვნებით დააკომპლექტებს. ამის გამო ამ გამართლებას გამოიყენებს კი არა, ბოლოს ბოლო ადგილზე გახვალ, თან ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სტატისტიკით და პერსპექტივით, რომ უეფადანაც გაგრიცხონ და გასვლით ამხანაგური მატჩებიც კი აგიკრძალონ; ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი რომ უეფას და მსაჯებს დააბრალებს მთელ ამ უბედურებას.
აი ეს მოხდა გუშინ.
და არაფერი სხვა მოსალოდნელი არ იყო. ვერ ვხვდები, გოდების კედლის აღმართვა და ქვითინი რამ გამოიწვია?
პოლიტიკურ სამარეში გავთხაროთ მშვიდად და აუღელვებლად და შიგ ჩავუძახოთ “ფედერაციის პრეზიდენტს”,”მწვრთნელს” და “მოთამაშეებს”.
უეფას (და ფიფასაც)ვთხოვოთ, ბოლო-ბოლო დააყენოს საშველი ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის დასანქცირებას.“

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს