ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვერც წარმომედგინა, ამხელა კორუფცია თუ არსებობდა“ - თემურ ჭყონია (bm.ge)

"ვერც წარმომედგინა, ამხელა კორუფცია თუ არსებობდა“ - თემურ ჭყონია (bm.ge)

"ვერც წარმომედგინა ასეთი დიდი კორუფცია თუ არსებობდა" - ასე პასუხობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ჟურნალისტების კითხვას, როგორია ბიზნესის რეაქცია ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით მაღალჩინოსნების დაკავებებზე.
"ის რომ ამხელა კორუფცია იყო, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მე კორუმპირებულებს ვუყურებ, ვერც წარმომედგინა, ასეთი დიდი კორუფცია თუ არსებობდა და ამხელა თანხები თუ არსებობდა საქართველოში საერთოდ, არა თუ საშოვნელად, არამედ მოსაპარადაც. რა დონეზე შეჩერდება ეს კორუფცია, არ ვიცი - მაღალ ეშელონებზე თუ დავლენ გამგებლების თუ პარლამენტში არსებული მილიონერების დონეზე, არ ვიცი", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, კორუფციის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნების ბოლო დაკავების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნიაც.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.