“ვერც ბზიკებმა, ვერც ბუზალაძემ და ვერც მათმა გამშვებმა, სამწუხაროდ, ევროვიზიის არსი ვერ შეიგნეს ან გამიზნულად არ იგებენ”– ლაშა შაყულაშვილი

11
მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:
ვერც ბზიკებმა, ვერც ბუზალაძემ და ვერც მათმა გამშვებმა, სამწუხაროდ, ევროვიზიის არსი ვერ შეიგნეს ან გამიზნულად არ იგებენ.
ევროვიზიაზე ყველა თავისი სათქმელითა და იდეით ჩადის, რასაც სიმღერას და გამოსვლას არგებს. აგერ, მაგალითად, ისრაელის სიმღერა ამ ქვეყნისა და ევროპის ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაზეა. მე მინდიხარ და შენ სულ ხელს მკრავ, მაგრამ მე მაინც შენსკენ მოვილტვიო.
ბზიკებმა რა ქნეს? რა გზავნილი ჩაიტანეს? ევროპას რა უთხრეს, რა მოსთხოვეს?
ხუთასზე მეტი დღეა მათი თანამოქალაქეები რუსთაველზე არიან, ტროტუარზე დგომის გამო ციხეში მიდიან, და ამას რომ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად აკეთებენ – ეს სადმე თქვეს? ევროპას მხარდაჭერა და ამ კონკურსის თბილისში ჩამოტანა სთხოვეს?
არა. არ უთქვამთ.
შარშანაც ასე იყო. მომავალშიც ასე იქნება.
აბა, თქვენ იცით, პოლიტიკა და ხელოვნება კარგად გამიჯნეთ, საღოლ.