არქივი26 დეკემბერი, 2025, 18:39
ვერცხლის ფასი პირველად გადასცდა 75 დოლარს უნციაზე

ვერცხლის ფასმა პირველად გადააჭარბა 75 დოლარს უნციაზე, ოქრო და პლატინა ასევე რეკორდამდე გაძვირდა.
ძვირფასი ლითონების ბაზარს მხარს უჭერს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ 2026 წელს მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შერბილების მოლოდინები, ასევე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა.
პარასკევს ვერცხლის სპოტური ფასი უნციაზე 75.14 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ოქროსი უნციაზე 4,530.6 დოლარამდე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.