ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი გადაჰყავდა, ჩამოვარდა

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი გადაჰყვდა, ჩამოვარდა.
რაისი აზერბაიჯანიდან ირანში ბრუნდებოდა, როცა მის ვერტმფრენს ქალაქ ჯოლფაში პრობლემა შეექმნა.
მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის კოლონაში აღნიშნული ვერტმფრენის გარდა ორი სხვა ვერტმფრენიც შედიოდა, რომლებმაც დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიაღწიეს.
პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ანტურაჟის ნაწილი შტაბ-ბინას უსაფრთხოდ დაუკავშირდა.
ირანის წითელი ნახევართმვარის საზოგადოების, პოლიციისა და სამხედროების თანამშრომლობით სამაშველო ჯგუფები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რაშიც ხელს ცუდი ამინდი უშლით. შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის თქმით, ადგილზე ნისლიანი ამინდია.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია დრონებიც.
მანამდე, ებრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს არაქსის მდინარეზე კაშხლის აშენებასთან დაკავშირებით შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.