ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვერტიკალური ფერმების მეურნეობა მსოფლიოში 2030 წლისთვის შვიდჯერ გაიზრდება

ვერტიკალური ფერმების მეურნეობა მსოფლიოში 2030 წლისთვის შვიდჯერ გაიზრდება და იქნება 27 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების.
2022 წელს ღირებულება შეადგებდა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარს. ნათქვამია კვლევითი კომპანიის Fortune Business Insights-ის ახალ მოხსენებაში. ამის შესახებ agroexpert.md წერს.
ვერტიკალური მეურნეობა არსად ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მისი გლობალური ბაზრის წილი ახლა თითქმის 40%-ს შეადგენს.
ჩრდილოეთ ამერიკის ვერტიკალური მეურნეობის ბაზარი, სავარაუდოდ, გაიზრდება ყოველწლიურად 25.5%-ით ამ ათწლეულის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. წყლის დაბალი მოხმარება, გაზრდილი ეფექტურობა და სურსათის უსაფრთხოება, ამინდისადმი მედეგობა და გარემოს შენარჩუნება ხელს უწყობს ვერტიკალური მეურნეობის ზრდას.
ვერტიკალური მეურნეობა, როგორც წესი, არის ორ-სამსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსებულია ფოთლოვანი ბოსტნეულის, მწვანილის ან კენკრის თაროები იატაკიდან ჭერამდე, 24/7 ინტენსიური განათების კლიმატურ პირობებში, ვერტიკალური ფერმერული ინდუსტრია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა თვალყური ადევნოს მცენარეების განვითარებას მორწყვიდან მოსავლამდე, მცენარეებისთვის საჭირო ტემპერატურის, სინათლისა და წყლის მიწოდების მართვას.
agrokavkaz.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.