ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ვერაფერი მოუძებნეს და… ლიბერალები კი არა, ფაშისტები ხართ, პირწავარდნილი ფაშისტები!”- ბონდო მძინარაშვილი გიორგი გველესიანზე

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
,,გიორგი გველესიანს ლანძღავენ, – ქალების ფეხბურთზე შენი აზრი რატომ თქვიო.
ეს ის ხალხია, რომელიც ამბობს, რომ ლიბერალია და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლებააო.
ანუ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს თავისი აზრი და თუ იტყვის “ჩემი აზრით”, ეს აზრი აუცილებლად უნდა იყო ლიბერალი ფაშისტების მოსაწონი.
ამ ტუტუცების აზრით, ყველაზე დიდი თანასწორობა საბჭოთა კავშირში იყო, – იმდენი ტრაქტორისტი და ამწეს მემანქანე ქალი, რამდენიც საბჭოეთში იყო, სხვაგან არსად ყოფილა.
ვერაფერი მოუძებნეს და… ქალების ფეხბურთზე რატომ თქვი, სპორტის ეს სახეობა მათი საქმე ნაკლებად არისო!
ასე ფიქრობს ეგ კაცი და არ აქვს უფლება?!
ლიბერალები კი არა, ფაშისტები ხართ, პირწავარდნილი ფაშისტები!
(მო)მიგორეთ ახლა… ბურთი!”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.