არქივი28 ოქტომბერი, 2024, 20:07
„ვერავინ ვერ გათვლიდა წინასწარ და ვერ წარმოიდგენდა ამ მასშტაბის გაყალბებას, ვერც პირადად მე, რომელსაც არაერთი გაყალბება მინახავს“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„ცოტა თვითგვემაში კი წავედით, მაგრამ არ ღირს. მართლა ვერავინ ვერ გათვლიდა წინასწარ და ვერ წარმოიდგენდა ამ მასშტაბის გაყალბებას – ვერც ენჯეოები, ვერც დამკვირვებლები, ვერც ოპოზიცია და ვერც მედია, ვერც პირადად მე, რომელსაც არაერთი გაყალბება მინახავს ბოლო 30 წელში. ეს მართლაც ყველაზე თავხედური, მაშტაბური და გამორჩეული იყო რაც კი აქამდე მინახავს. ამიტომ, არ გვინდა ახლა მოთქმა. უნდა წავართვათ ძალაუფლება ამ მანიაკ კაცს ყველა ვარიანტში. და ეს შესაძლებელია. დღესაც, და როცა საჭირო იქნება, რუსთაველზე, და სადაც საჭირო იქნება“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.