ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვეპატიჟებით ყველას 13-ში საღამოს 7:00 სთ-ზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვება"

"ვეპატიჟებით ყველას 13-ში საღამოს 7:00 სთ-ზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვება"

"13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ათონელის ქუჩის მიმდებარედ, კერძოდ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გადასცემს ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს ჯილდოებს.

ჩვენ ვეპატიჟებით ყველას და იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღონ ფოტოები, ნახონ მათი კუმირები. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც.

დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და ,,ჩვენი ბენდის” სოლოკონცერტი. ამით დასრულდება ეს ღონისძიება.

და კიდევ ერთხელ, ვეპატიჟებით ყველას 13-ში საღამოს 7:00 სთ-ზე ერთად ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვება", - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ ონოფრიშვილი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.