ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენიდან დიპლომატების გაძევების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩი დაიბარეს

ვენიდან დიპლომატების გაძევების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ავსტრიის ელჩს დაიბარებენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
შეგახსენებთ, გუშინ, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი მათი საქმიანობის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლობის გამო „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.
რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით ავსტრიის გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გასცემდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.