არქივი22 მაისი, 2024, 07:26
ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ კანონი არ მიიღოს - მარგუს ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ უნდა იქნეს.
„ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის კანონის“ გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.