ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს.
15-17 ნოემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდებიან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო (მალტა), დირექტორი/ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი (ნორვეგია), ეირიკ ჰოლმოვიკი, ასევე სამდივნოს წარმომადგენელი ტანია ვან დაიკი.
ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, 16 ნოემბერს, პრესკონფერენციას გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.