პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენეციის კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა ვენეციის კომისია რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი – ვახუშტი მენაბდე

ვენეციის კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა ვენეციის კომისია რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი – ვახუშტი მენაბდე
რა არის ვენეციის კომისია და რატომ ველოდებით მის დასკვნას? რამდენიმე პუნქტი ჩამოვწერე, ისინი მარტივ პასუხებს იძლევიან ამ კითხვებზე. რეალობა რომ ვიცოდეთ: ვენეციის კომისიის დასკვნებს სამართლებრივად სავალდებულო ძალა არ აქვს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, “გამჭვირვალობის კანონზე” ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
ის დეტალურად განმარტავს “ვენეციის კომისიის”, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტის ფუნქციებს და დასკვნის მომზადების პროცედურებს. ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის კითხვაზე კი, “თუ ვენეციის კომისიამ ამ კანონში შენიშვნების სახით გასცა რეკომენდაციები, მთავრობა დათანხმდა ამ შენიშვნების გათვალისწინებას, მაშინ რა ხდება, უნდა მივაღებინოთ ეს კანონი?”, მენაბდე პასუხობს:
“კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა ვენეციის კომისია რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი.” – წერს მენაბდე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.