ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენეციის კომისია მანიფესტაციებზე ოცნების დრაკონულ კანონებს აკრიტიკებს

ვენეციის კომისია მანიფესტაციებზე ოცნების დრაკონულ კანონებს აკრიტიკებს

ვენეციის კომისია ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში დრაკონულ და რეპრესიულ ცვლილებებზე კრიტიკულ შეფასებას აქვეყნებს.
ვენეციის კომისია კანონში ცვლილებებს გადაუდებელი პროცედურით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოს მოთხოვნით აფასებს.
ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე დახურულ სივრცესა და შენობებში აქციების ჩატარება და საჯარო კრიტიკა იკრძალება. ასევე, აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ ნიღბების ტარება და ლაზერის გამოყენება.
ვენეციის კომისიის შეფასების თანახმად, კანონპროექტები დაჩქარებულად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე იქნა მიღებული.
"ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი აქციების ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით".
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ არ არის შეფასებული ორ ეტაპად მიღებული მასშტაბური ცვლილებების პროპორციულობა და ამის შედეგად "კანონშემოქმედებითი პროცესი შეიძლება ფუნდამენტურად ხარვეზიანად ჩაითვალოს".
"ცვლილებებით მოიცავს არაერთ ბუნდოვან და ფართოდ ფორმულირებულ დებულებას, რაც ხელისუფლებას მათ გამოყენებაში ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს. ეს ძირს უთხრის სამართლებრივი ჩარჩოს განჭვრეტადობას, აზიანებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ძირითადი თავისუფლებების განხორციელებისას. სამართლებრივ ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.