ვენეციის კომისია დატოვა აშშ-მა, როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, თუ კვლავ დუმილს ამჯობინებს?

ვენეციის კომისია დატოვა აშშ-მა, როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, თუ კვლავ დუმილს ამჯობინებს?
ვენეციის კომისიის „ორმაგ სტანდარტებზე“ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია საუბრობს და ამ კრიტიკას არაერთი მაგალითიც ახლავს. ახლა ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად ცვლის დისკუსიის კონტექსტს, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ამ ფონზე, ლოგიკურია კითხვა, თუ როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი, გააგრძელებს ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას ევროპელი მფარველებისგან მიღებულ ინსტრუქციებს დაუქვემდებარებს. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ აქ იკვეთება პრობლემა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებების შერჩევითად გამოყენებას გულისხმობს, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
“ვენეციის კომისიის „ორმაგ სტანდარტებზე“ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია საუბრობს და ამ კრიტიკას არაერთი მაგალითიც ახლავს. ახლა ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად ცვლის დისკუსიის კონტექსტს. უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენეციის კომისია საჯაროდ შეაფასა, როგორც უსარგებლო და პოლიტიკურად მიკერძოებული სტრუქტურა. ამ ფონზე ლოგიკურია კითხვა: როგორ პოზიციას დაიკავებს ქართული ოპოზიციური სპექტრი? გააგრძელებს თუ არა ის ვენეციის კომისიის უპირობო ავტორიტეტად წარმოჩენას, თუ კვლავ დუმილს ამჯობინებს და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას ევროპელი მფარველებისგან მიღებულ ინსტრუქციებს დაუქვემდებარებს? სწორედ აქ იკვეთება პრობლემა — როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები გამოიყენება არა სამართლებრივი ან აკადემიური ანალიზის საფუძველზე, არამედ შერჩევითად, მხოლოდ მაშინ, როცა ისინი კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ასეთ პირობებში ოპოზიციის მხრიდან ვენეციის კომისიის მიმართ „კრიტიკული ერთგულება“ სულ უფრო მეტად ჰგავს არა პრინციპულ პოზიციას, არამედ გარე პოლიტიკური ცენტრებისადმი ლოიალობის დემონსტრირებას, რაც დამოუკიდებელი პოლიტიკური აზროვნების დეფიციტზე მიუთითებს.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა