ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი — კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში სამართლებრივი არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
„წავიკითხე დასკვნა და როგორც იურისტმა შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი. უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი როგორც იურისტი, როდესაც ვკითხულობდი ამ დოკუმენტს, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ. არაფერი აქვთ სათქმელი და დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით. უამრავი სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა არგუმენტების გარეშე“, — განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
მისი თქმით, საზოგადოება უყურებს არა იმას, რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ სად არის სიმართლე.
„ამიტომ ვამბობთ ხოლმე ჩვენ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამას მათ შორის იგულისხმება ის, რომ უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვიდრე ჰქონდა თუნდაც 3-4 წლის წინ“, — დასძინა კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ დღეს, 21 მაისს გამოაქვეყნა სასწრაფო დასკვნა რუსულ კანონზე, რომლის მიზანიც საქართველოში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. ვენეციის კომისიის დასკვნა მკვეთრად უარყოფითია.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად