ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენეციაში შესვლა 5 ევრო ეღირება ტურისტებისთვის, ვისაც სასტუმრო დაჯავშნილი არ ექნება

25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა 5 ევრო ეღირება იმ ტურისტებისთვის, ვისაც უშუალოდ ვენეციაში სასტუმრო დაჯავშნილი არ ექნება. ეს გადასახადი საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაწესდება, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება. 5 ევროს გადასახადი ვრცელდება მხოლოდ იმ ტურისტებზე, ვინც ვენეციაში დილის 8:30-დან შუადღის 4:00-მდე ჩავლენ. ამ საათების მიღმა ქალაქში შესვლა უფასოა.
ხელისუფლების მიზანია, შეამციროს ვენეციაში ერთი დღით ჩამოსული ტურისტების რიცხვი, რომლებიც სასტუმროებს ვენეციასთან ახლოს სხვა ქალაქებში ქირაობენ და ამავდროულად გააუმჯობესონ ადგილობრივების ცხოვრების ხარისხი.
შესაბამისი კიოსკები და QR კოდები განთავსებულია ქალაქის ყველა ძირითად შესასვლელში, მათ შორის სადგურში და პორტებში. ვენეციაში სპეციალურად გადაამზადეს 200 დამხმარე პერსონალი, რომლებიც ჩამოსულ ტურისტებს ახალ პოლიტიკას გააცნობენ და მათ სასტუმროს ჯავშნებს შეამოწმებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.