ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა - CBS News

ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა - CBS News

ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების ბრძანება დონალდ ტრამპმა გასცა, - ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
CBS News-ის ინფორმაციით, დღეს ვენესუელას დედაქალაქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა ოპერაციის გეგმები რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.
გამოცემასთან საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კარაკასში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ.
ამასთან, თეთრმა სახლმა The New York Times-თან ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
www.interpressnews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.